Friday, March 16, 2012

დაკვირვებები საკუთარ ბაღ–ბოსტანზე

1. პროექტის თემა – დაკვირვებები საკუთარ ბაღ–ბოსტანზე

2. პროექტის მთავარი იდეა –მოსწავლეები დააკვირდებიან წელიწადის სხვადასხვა დროს საკუთარ ბაღში, რა ხილი, რა დროს მწიფდება,რომელი ბოსტნეული როდის ირგვება და
როგორი მოვლა სჭირდება.

3. პროექტის სრული აღწერა – მოსწავლეებს დავყოფ სამ ჯგუფად:

   
I  ჯგუფი დააკვირდება წელიწადის წომელ დროს რომელი ხილი აყვავდა;რამდენ ხანში
მოისხა ნაყოფი
; ყველა მცენარე ისხამს თუ არა ნაყოფს; თუ არა,მაშინ– რამ შეუშალა ხელი. მოქმედებდა თუ არა ამინდის ცვალებადობა მცენარეებზე. წელიწადის რომელ დროს რა ხილი დამწიფდა,რა დრო დაჭირდა ნაყოფს მოსხმიდან დამწიფებამდე.
რა დროს ირწყვება თითოეული ხილი. ზიანდება თუ არა ხილი და რა აზიანებს მას; როგორ გადავარჩინოთ ხილი დაზიანებისაგან.

II  ჯგუფი დააკვირდება როდის ითესება და ირგვება ბაღში ყვავილები,რომელი ყვავილი ითესება,რომელი ყვავილი ირგვება. დათესვიდან და დარგვიდან რამდენ ხანში ამოდის ყვავილი,რა ხანგრძლივობით ყვავილობს,საჭიროებს თუ არა ყველა ყვავილი სასუქით მიწის განოყიერებას. რა სიხშირით ირწყვება ისინი. ამოსვლიდან რამდენ ხანში ყვავილობს და ჭკნება.

III ჯგუფი დააკვირდება ბოსტნეულს.წელიწადის რომელ დროს რომელი ბოსტნეული ირგვება და ითესება.რამდენ ხანში ამოდის დათესილი. რომელი სახის ბოსტნეულს როგორი მოვლა სჭირდება. საჭიროებს თუი  არა ყველა სახის ბოსტნეული შეწამლვა ,ხშირ მორწყვას,რა სახის მოვლა სჭირდება ნაყოფის მიღებამდე . რამდენ ხანში იძლევა ნაყოფს .დააკვირდებიან დარგვიდან  ან დათესვიდან ყველაზე ადრე რომელი ბოსტნეული მოდის ადრე და რომელი უფრო გვიან.
4. მოსწავლეთა ასაკი  8–9 წელი
5. ვადები და ხანგრძლივობა  7თვე
6. აქტუალობა –კვლევის შედეგად სხვა მოსწავლეები გაიგებენ რა მცენარის დარგვა,დათესვა არის სასურველი და როგორ მოვლას საჭიროებენ ისინი ,რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს კარგი მოსავლის მისაღებად .
7. მოსალოდნელი შედეგები –  საკუთარი ნამუშევრების გამოფენა და პრეზენტაცია.
8. პროექტის შესაძლო აქტივობები. ჯგუფური მუშაობა; პრეზენტაცია.
9.პროექტის ავტორი
:  ნათია ზუბაშვილი.

No comments:

Post a Comment